მრგვალი მაგიდა

საქართველოში ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საკმაოდ დაბალი და პრობლემატურია, – ასეთია სახალხო დამცველის შეფასება.

ნინო ლომჯარია ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრებს შეხვდა. ომბუდსმენის განცხადებით, წლებია ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე, მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა გადადგმული ნაბიჯები არაეფექტურია.

მრგვალ მაგიდას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დაესწრო. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ეთნიკური უმცირესობების საკითხთან დაკავშირებით კიდევ არსებობს გამოწვევები, თუმცა სახელმწიფომ, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.