მრგვალი მაგიდა საქართველოს თემაზე

15:37, 11.05.2025

„საქართველოს ადგილი ევროპასა და ევრაზიაში“ – ამ თემაზე ბუდაპეშტში, უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტში, მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რევაზ გაჩეჩილაძე, ევროპული პარლამენტის წევრი ანდრაშ ლასლო და ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, პეტერ კრავიცი მონაწილეობდნენ. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საერთაშორისო ურთიერთობათა უნგრელი სპეციალისტები, საქართველოს ელჩი უნგრეთში და ბუდაპეშტში მყოფი ქართველი სტუდენტები. განხილვის თემა საქართველოს ევროპული მომავალი და მიმდინარე პოლიტიკური ვითარება იყო.

მსგავსი