განათლების მინისტრმა და სან დიეგოს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გახსნეს. შეხვედრაზე ერთობლივი პროგრამების განხორციელებასა და თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს. უნივერსიტეტის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობა და განაცხადა, რომ სან დიეგოს უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სამინისტროსთან პარტნიორობით ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განათლების მინისტრის მოადგილეები, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები.