მრავალპროფილური აკადემია ლევილში

ლევილის მამული ახალ ფუნქციას შეიძენს. საფრანგეთში იმყოფებიან საგარეო საქმეთა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრები, რომლებიც ლევილის მამულში „ორანჟერიის პროექტის“ პრეზენტაციას და მმართველი საბჭოს სხდომას ესწრებიან. როგორც ცნობილია, ლევილის მამულის მასშტაბური რეაბილიტაცია და განახლება მიმდინარეობს, რომლის შედეგად, საფრანგეთში მრავალპროფილური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი – აკადემია ჩამოყალიბდება, სადაც საქართველოს კულტურული, პოლიტიკური, სამეცნიერო, ასევე, დიასპორული პროექტების და პროგრამების რეალიზება იქნება შესაძლებელი.

დავით ზალკალიანისა და თეა წულუკიანის ვიზიტს ანა ბროლაძე აშუქებს, რომელიც ლევილის მამულთან დაკავშირებით სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც გაგვაცნობს.

მოამბე