ექვსნახევარ მილიარდიანი არაბული ინვესტიცია ისევ ოპოზიციის თავდასხმის სამიზნეა. თუ უპრეცედენტო ხელშეკრულების გაფორმებამდე, მსგავსი მასშტაბის ინვესტიციის საქართველოში განხორციელება უპერსპექტივოდ გამოიყურებოდა, მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, ოპოზიციამ ტაქტიკა შეცვალა. თვეების წინ ბლეფად შეფასებული პროექტი ახლა სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი და საქართველოსთვის წამგებიანი გახდა. არარენტაბელური ბიზნეს-შეთანხმება, მოსალოდნელი დემოგრაფიული პრობლემები და რეკრეაციული სივრცეების განადგურება – ეს ის თემებია, რაზეც ოპოზიცია აპელირებს და ხელისუფლებისგან იგლ ჰილსთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას მოითხოვს. კომერციული საიდუმლოებაა ის მთავარი არგუმენტი, რის გამოც მმართველი გუნდი შეთანხმების პირობების გასაჯაროებას კატეგორიულად გამორიცხავს. ოპონენტების განცხადებებსა და მოთხოვნებს კი სპეკულაციად და დეზინფორმაციად აცხადებს.
პროექტის მნიშვნელობასა და სარგებელზე მთავრობის ხელმძღვანელის განმარტებების შემდეგ, „მოამბე“ კომპანია „იგლ ჰილსსაც“ დაუკავშირდა. პასუხი ბრალდებებზე და არაბული კომპანიის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში უკვე განხორციელებული პროექტები – ნახეთ შალვა სუმბაძის რეპორტაჟში.