მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა

18:40, 15.04.2026

ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც მოემსახურება ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის, როგორც სპორტულ, ისე კულტურულ-შემეცნებით საჭიროებებს. კომპლექსი გააერთიანებს მულტიფუნქციურ სივრცეებს, დიდ და საბავშვო აუზებს, სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზებს. შენობებში განთავსდება სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის განკუთვნილი სივრცეები, მათ შორის ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, MMA-ს, მაგიდის ჩოგბურთის, ტანვარჯიშის და ფარიკაობის დარბაზები. მრავალფუნქციური კომპლექსი ასევე მოიცავს: მედიათეკას, ქორეოგრაფიულ, სახელოვნებო, ფოლკლორის და უცხო ენების სივრცეებს, სტემ-კლუბს, ღონისძიებების მრავალფუნქციურ სივრცეს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ზონებს.

მსგავსი