მრავალფეროვანი საქართველო 

წინასაარჩევნო დებატები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც ითარგმნება.

მაუწყებელი ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სინქრონულ თარგამანს მეორე არხზე შესთავაზებს. პრეზიდენტობის მსურველებს შორის გამართული დებატები „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში გადაითარგმნება. ეს არის ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების და ინტეგრაციის მიზნით მომზადებული პროექტი, რომლის ფარგლებში მაუწყებლის ტელე-პროდუქცია აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე მზადდება.