„მრავალფეროვანი საქართველო“- 1tv.ge-ზე ეთნიკური უმცირესობებისთვის გადაცემები იწყება 

ონლაინმაუწყებლობა 12-საათიან, უწყვეტ რეჟიმში – ეს ყველაფერი კი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში, ვებ გვერდზე 1 tv.ge  საზოგადოებრივი მაუწყებელი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის გადაცემებს იწყებს.

ტელერადიო პროგრამა ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მსმენელსა და მაყურებელზე მორგებული იქნება. 1tv.ge-ზე სხვადასხვა გადაცემასთან ერთად, ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადებული “მოამბის” ნახვაც იქნება შესაძლებელი.

მარიკა შალიკაშვილი დეტალებით.