სპეციალური ოპერაციების ძალების მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 2026“ დაიწყო. ის პარალელურად ტარდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. „ტროას ნაკვალევი 2026“-ის ფარგლებში, საქართველო „შავი ზღვის კარიბჭე 2026“-ს მასპინძლობს, რომელიც მოიცავს როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ოპერაციებს. სწავლებაში საქართველოს, აშშ-ის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთისა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. ჩართულია სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ბატალიონი, სპეციალური ოპერაციების აღმოსავლეთისა და დასავლეთის ბატალიონები, ეროვნული გვარდიის დაზვერვის ასეულები და ტერიტორიული რეზერვის პირადი შემადგენლობა. წვრთნა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპული სარდლობისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ერთობლივი ორგანიზებით იმართება, რომელსაც სპეციალური ოპერაციების სარდალი ხელმძღვანელობს.