მრავალეროვნული სწავლება „ეჯაილ სპირიტ 2019“

მრავალეროვნული სწავლება „ეჯაილ სფირით 2019“ დასრულებულია.

ვაზიანში, ორფოლოსა და სენაკში მიმდინარე წლევანდელი წვრთნები განსაკუთრებით მასშტაბური იყო. ორი კვირის განმავლობაში ქართველი ჯარისკაცები ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სამეთაურო-საშტაბო და საველე ოპერაციებში იწვრთნებოდნენ. სწავლების დროს ქართულთან ერთად ამერიკული ტექნიკაც გამოიყენეს.

დახურვის ცერემონიაზე ჯარისკაცებს ხელისუფლების პირველმა პირებმა მიმართეს.