მრავალეროვნული საზღვაო სწავლება

საქართველოს თავდაცვის ძალებმა შოტლანდიაში, Sea Breeze 2023-ში მიიღო მონაწილეობა. მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში წელს საქართველო საშტაბო და მყვინთავთა კომპონენტებში იყო წარმოდგენილი. სწავლება პარტნიორებთან ერთად, საზღვაო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ოპერაციების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. საქართველოსთან ერთად სწავლებაში ისეთი ქვეყნები მონაწილეობდნენ, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, შვედეთი და სხვა. სწავლებაში აქტიურად მონაწილეობდა ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო ნაღმოსანთა ხომალდების დაჯგუფებაც.