მრავალეროვანი და მრავალფეროვანი ციხისჯვარი

თორის ქვაბულში, მდინარე შავიწყლის ნაპირზე მდებარე სოფელი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ციხესიმაგრე, ნადარბაზევი და ეკლესია შუა საუკუნეების არქიტექტურულ კომპლექსს წარმოადგენს, რაც იმის დასტურია, რომ ციხისჯვარში ცხოვრება ისტორიის ამ პერიოდში საკმაოდ განვითარებული იყო. ქართულ სოფელში მე-19 საუკუნის 30-იან წლებში რუსეთის ხელისუფლებას უკრაინელი ოჯახები ჩამოუსახლებია, 1861 წელს კი, მიტოვებულ სახლებში ბერძნები დასახლდნენ.

ისტორია გრძელდება და დღეს ტრადიციები თაობებს გადაეცემა. ციხისჯვარი მხოლოდ ადგილი არ არის, ის იდენტობის შენარჩუნების ისტორიაა.

ანა ნოდიასა და ვახო ლეკიაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები