მოზარდის დაჭრა თბილისში

18:06, 10.07.2018

თბილისში დაჭრილი 17 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა.

მოზარდს ოპერაცია რეგიონულ ჰოსპიტალში ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, პაციენტს ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული და მას შინაგანი სისხლდენა აღენიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მომხდარის ზუსტი დეტალები უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე დაჭრას, წინ მოზარდებს შორის დაპირისპირება უძღვოდა.

მსგავსი