მოზარდების მკვლელობის საქმის მასალებს პროკურატურა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას გადაუგზავნის

მოზარდების მკვლელობის საქმის მასალებს პროკურატურა დღეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას გადაუგზავნის. რამდენიმე დღეში კი კომისია საქალაქო სასამართლოსგან აუდიოჩანაწერებსაც მიიღებს. მასალების განხილვა მიმდინარე კვირაში დაიწყება. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კი პარლამენტის წევრები კომისიის დებულებებს დაამტკიცებენ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შემქნა “ევროპულმა საქართველომ” მოითხოვა, მათ ამ კომისიაში უმრავლესობა აქვთ. ასევე, მის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და “პატრიოტთა ალიანსის” ერთი წევრი. “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კომისიის მუშაობაში მონაწილების მიღებაზე უარი თქვა.