მოზარდების დაჭრისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა

ყოფილი თანაკლასელების დაჭრისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა. სხეულის განზრახ მძიმედ დაზიანების მუხლი, მას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შეეცვალა, რაც სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მუხლის კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ ცნობილი რამდენიმე საათის წინ, სასამართლო პროცესზე გახდა, რომელზეც მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა და აღკვეთის ღონისძიების სახედ, მოზარდს წინასწარი პატიმრობა განუსაზღვრა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა საქალაქო სასამართლომაც, სადაც ვკითხულობთ, რომ სახეზეა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული პატიმრობის გამოყენებისთვის საკმარის საფუძველთა ერთობლიობა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 მარტს გაიმართება.