მოწმეების გამოკითხვა საგამოძიებო კომისიაში

21:28, 06.07.2018

ხორავას ქუჩის საქმეზე ამ წუთებში დეპუტატები 51-ე სკოლის პედაგოგებს უსმენენ.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრთა კითხვებს სკოლის ის თანამშრომლები პასუხობენ, რომლებიც შემთხვევის ადგილზე შემზარავი მკვლელობიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ. სხდომა მედიისთვის დახურულია.

დახურულ რეჟიმში წარიმართა სისხლიანი გარჩევის თვითმხილველი არასრულწლოვნების მოსმენაც. კომისიის წევრები ამბობენ, რომ მოზარდებისგან გარკვეული ინფორმაცია მიიღეს, თუმცა უცნობია, გამოიკვეთა თუ არა მათთან საუბრის შემდეგ ახალი გარემოებები.

გიორგი კობერიძე მუშაობს პარლამენტში.

 

მსგავსი