მოწამეთას მონასტერთან კეთილმოწყობის სამუშაოები იწყება

მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოები იწყება.

პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 1. 4 მილიონი ლარია.

პროექტი ითვალისწინებს გალავნის კედლების გამაგრებით სამუშაოებს. ასევე, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემის და საპირფარეშოების მშენებლობა- რეაბილიტაციას.

სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და 12 თვეში დასრულდება.