მოვაჭრეების აქცია

სადგურის მოედანზე მიწისქვეშა ბაზრობის მოვაჭრეებმა, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით, აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები სამუშაო ადგილზე გადასახადის გაძვირებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ადგილი, სადაც ისინი ვაჭრობენ, მოიჯარეს მერიისგან აქვს აღებული და სწორედ ამიტომ დახმარების თხოვნით, თბილისის მერიას მიმართავენ. შპს „მაგის“ წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ბიზნესს ხარჯი გაეზარდა და სავაჭრო ადგილზე გადასახადის მატება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.