მოვაჭრეების აქცია ქუთაისში

ქუთაისის ბაზრობის მოვაჭრეები აქციას მართავენ და საქმიანობის განახლების უფლებას ითხოვენ. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ვაჭრობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ახლა ხელისუფლების უსამართლო გადაწყვეტილებით, მძიმე მდგომარეობაში არიან.

ბაზრობის ტერიტორიაზე დასაქმებულები აცხადებენ, რომ სეზონური საქონელი ვალით შეიძინეს და ახლა პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახერხებენ.  ქუთაისის ე.წ. კეტჩის ბაზრობის მოვაჭრეები ხელისუფლებას მუშაობის უფლებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციების პერმანენტულად გამართვას აანონსებენ.