მოვაჭრეების აქცია

სადგურის მოედანზე მიწისქვეშა ბაზრობის მოვაჭრეებმა, „ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ლაშა ჩხარტიშვილთან და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, აქცია გამართეს. ბაზრობის მოვაჭრეები საიჯარო გადასახადის განახევრებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები მსვლელობით თბილისის მერიასთან გადაინაცვლებენ და მერიაში განცხადებას შეიტანენ.