გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივებს წლებია გაუმართავი ინფრასტრუქტურა პრობლემებს უქმნის. სოფელში ამორტიზებულია შიდა გზები, არ არსებობს სანიაღვრე ქსელები და მოუწესრიგებელია წყალმომარაგების სისტემა, რის გამოც, მოსახლეობა განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს ზარალდება. ადგილობრივების განცხადებით, თუ მათი საყოფაცხოვრებო პირობები უახლოეს მომავალში არ გაუმჯობესდება, ისინი სოფლიდან გასახლებას მოითხოვენ. რუსუდან ლოლაძისა და ირაკლი თელაურიძის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები