მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა მარნეული-ბოლნისის გზაზე

გასულ კვირას მსხვერპლით დასრულდა კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულისა და ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე. ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, ქვეითს შეეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, რის გამოც, ამ გზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, გზის გადატვირთულობისა და გაუმართაობის გამო, აქ უბედური შემთხვევები ხშირია. სავალი ნაწილის დიდი მონაკვეთზე ხილვადობა გართულებულია და არც სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერებია მოწყობილი.

„მოამბე-რეგიონები“ დაინტერესდა, როგორ აპირებენ შესაბამისი უწყებები პრობლემის მოგვარებას, თუმცა, მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

რუსუდან ლოლაძისა და ირაკლი თელაურიძის რეპორტაჟი მარნეულიდან #მოამბერეგიონები