„მოუსმინე მოსწავლეებს“ - პროექტი ბულინგის წინააღმდეგ საბრძოლველად

რა არის ბულინგი და როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა.

მოზარდების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მთავარ გამოწვევებს შორის არის.

ექსპერტების შეფასებით, ამ კუთხით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ სკოლაში დროულად არ ხდება პრობლემის იდენტიფიცირება.

რეალობის შეცვლის მიზნით, არასამთავრობო სექტორის ინიციატივით, ახალი პროექტი დაიწყო.

საკუთარი პროექტი აქვს განათლების სამინისტროსაც, სახელწოდებით „მოუსმინე მოსწავლეებს”, რომლის ფარგლებში, მოზარდებს პირადად მინისტრი ხვდება.