მოუგვარებელი პრობლემები კაზლარში 

„მომბეში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ სიტუაცია ისევ უცვლელი რჩება საგარეჯოს რაიონის სოფელ კაზლარში.

იორმუღანლოს თემში შემავალ დასახლებაში ისევ არ აქვთ წყალი. ადგილობრივები ვერც სასოფლო-სამეურნეო მიწების მოვლას ახერხებენ. ცალკე პრობლემაა განათლების ხელმისაწვდომობა. კაზლარში არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი. ადგილობრივებს ანტისანიტარიაც აწუხებთ. როგორც სოფლის მცხოვრებთა მონაყოლიდან ირკვევა, ადგილობრივი ხელისუფლებიდან კაზლარის პრობლემებით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.