მოტოკროსის შოუ ბათუმში

ბათუმმა ისტორიაში პირველად „ფრისტაილ მოტოკროსის“ შოუს უმასპინძლა. შოუ ანბანის კოშკის მიმდებარედ მოეწყო და მაყურებელს დაუვიწყარი ექსტრემალური სანახაობა შესთავაზა. „რედ ბულის“ მიერ ორგანიზებულ შოუში მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ბათუმის სანაპიროზე შეკრებილ მაყურებელს საშუალება ჰქონდათ ენახათ არა მხოლოდ „ფრისტაილ მოტოკროსის“ ელემენტები, არამედ საჰაერო შოუებიც. ღონისძიება Circus Mircus-ის კონცერტით დასრულდა.