მოთხოვნები და მოლაპარაკებები უკრაინაში ზავის მისაღწევად 

21:14, 15.12.2025

გადამწყვეტი მოლაპარაკებები ბერლინში – გერმანიის დედაქალაქში შეხვედრების მეორე რაუნდი დასრულდა.

დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის გარშემო მიმდინარე განხილვების პროცესში სერიოზულ პროგრესზე მიუთითებს უკრაინული მხარე. ზელენსკი დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს ხვდება, ორდღიან შეხვედრებს ესწრებოდა გერმანიის კანცლერიც. ახლა კონსულტაციები უკვე უკრაინის პრეზიდენტსა და ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერებს შორის გრძელდება. მედია მთავარ სადავო თემებად დონბასიდან უკრაინის შეირაღებული ძალების გაყვანის და ნატოს წევრობის აკრძალვის საკითხებს ასახელებს. თავის მხრივ მოსკოვი ადასტურებს, რომ ნატოს თემა მისთვის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. არაოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციასთან დაკავშირებით გარკვეული კომპრომისული შეთანხმება შესაძლოა მოიძებნოს, რასაც გარკვეული პირობების დაკმაყოფილება სჭირდება.

20 პუნქტამდე დაყვანილი გეგმა და ახალი დეტალები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარე მოლაპარაკებებიდან ხდება ცნობილი – ექნება თუ არა ტრამპის მორიგ დიპლომატიურ ძალისხმევას ამჯერად მაინც შედეგი – ქეთი ჩოხელი ბერლინის შეხვედრების შესახებ.

მსგავსი