მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა

საქართველოში სკოლის მოსწავლეებში ცოდნის დონე გაუარესდა.

დასკვნას მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა აქვეყნებს. კვლევა სამწლიანი ინტერვალით ტარდება. 2018 წლის განმავლობაში მოსწავლეთა ცოდნის დონე 79 ქვეყანაში შემოწმდა. კვლევის საგანია მერვე კლასელთა ცოდნის დონე წიგნიერებაში, მათემატიკაში და საბუნებისმეტყველო საგნებში. 79 სახელმწიფოს შორის საქართველომ წიგნიერებაში ბოლოდან მერვე ადგილი, მათემატიკაში ბოლოდან მე-12 და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლოდან მეხუთე ადგილი დაიკავა.