მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა

„სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის“ ორწლიანი საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ზოგადი და პროფესიული განათლების თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა“ 2017 წლიდან ამოქმედდა და მისი მიზანი მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობაა.

ღონისძიების პირველი ნაწილის დასასრულს, შეფასებისა და მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, პროგრამაში ჩართულ მხარეებს პროგრამის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.