მოსწავლეებისთვის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

მოსწავლეებისთვის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა.

მეექვსე წელია, კონკურსი ტარდება და ამ დრომდე 1500-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მასში მონაწილეობა მიღებული.

კონკურსი, რომლის მიზანი ახალგაზრდების მიერ ინოვაციური პროექტების შექმნაა, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 25 ნოემბერია, გამარჯვებულები კი მომდევნო წელს გამოვლინდებიან.

პირველ ადგილზე გასული გუნდი 2020 წელს ნასა-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრება.