მოსწავლეების პროტესტი და პოლიციასთან შეტაკებები საფრანგეთში 

21:33, 30.09.2026

ბლოკირებული სკოლები და ასობით დაკავებული – საფრანგეთის ქალაქებში, საჯარო სკოლებში არსებული მძიმე პირობებით უკმაყოფილო მოსწავლეების პროტესტი პოლიციასთან შეტაკებებსა და მასობრივ არეულობაში გადაიზარდა.

დაკავებულია ასობით არასრულწლოვანი, არიან დაშავებულებიც. მოსწავლეები კლასების გადატვირთულობას, ანტისანიტარიას და მასწავლებლების ნაკლებობას აპროტესტებენ. უკმაყოფილების მიზეზია გაუმართავი სასკოლო ინფრასტრუქტურა და სასადილოებში არსებული არასაკმარისი ულუფებიც. აქციის მონაწილეები პირობების გაუმჯობესებას და სასწავლო განრიგის შეცვლას მოითხოვენ. პროტესტს კიდევ უფრო ამწვავებს ხელფასებით და სამუშაო პირობებით უკმაყოფილო მასწავლებლებისა და საჯარო მოხელეების მასობრივი გაფიცვები.

რას პასუხობს ქვეყნის ხელისუფლება პროტესტის მონაწილეებს – ნახეთ მარიამ რობაქიძის სიუჟეტი.

მსგავსი