მოსწავლეები თავდაცვის ძალების ბაზებს ესტუმრნენ

12:29, 04.04.2026

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებს საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ამჯერად, აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა თბილისის სამ კერძო სკოლას უმასპინძლეს. მოსწავლეები იმყოფებოდნენ დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეით ბრიგადაშიც. მათ მემორიალთან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს, რის შემდეგაც, ქვედანაყოფის შექმნის ისტორიას გაეცნენ. უფროსკლასელებმა ბაზის ინფრასტრუქტურა და ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები დაათვალიერეს, ასევე ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ ტექნიკასა და შეიარაღებასაც გაეცნენ.

მსგავსი