მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე 80 წლისაა

ადგილი, სადაც უამრავი ნიჭიერი თაობა აღიზარდა, ისტორიულ თარიღს აღნიშნავს. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე 80 წლისაა. დედაქალაქის ცენტრში, ისტორიულ შენობაში განთავსებული კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის პოპულარობა წლებთან ერთად სულ უფრო იზრდება. მატულობს დაინტერესება რეგიონებიდანაც. ოთხმოც წლიანი ისტორიის მქონე ეროვნულ სასახლეში კოვიდ-რეგულაციების გამო იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები მასშტაბურად აღარ აღინიშნება. თუმცა, თარიღთან დაკავშირებით სასახლესა და საქართველოს პირველ არხს შორის თანამშრომლობა შედგა, რომლის შედეგსაც მაყურებელი ჩვენს ეთერში 2 მაისს იხილავს.