მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მუზეუმის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მუზეუმის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა.

პროექტის მიზანია, წარმოაჩინოს სასახლის შენობის 200 წლიანი ისტორია. მუზეუმში გამოიფინა სასახლის ისტორიასა და მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებული ექსპონატები, ხელოვნების ნიმუშები, პორტრეტები, არქიტექტურული ნახაზები, მაკეტები, ავეჯი, სამკაულები, სიმბოლური დანიშნულების ნივთები და ა.შ.

პროექტი შემუშავდა ეროვნული სასახლისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით. პროექტში ჩართული იყო ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი.