მოსმენა საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საქმეზე 

21:34, 23.06.2025

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს დღეს ყოფილმა მინისტრმაც უპასუხა.

კომისიის წევრებმა დავით ბაქრაძეს მოუსმინეს, რომელიც დღეს გაერო-ში საქართველოს მისიას ხელმძღვანელობს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ექს-სახელმწიფო მინისტრმა გაიხსენა, რა მოვლენები უძღოდა წინ ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებას. ბაქრაძის მონაყოლის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პროცესს ხელს უშლიდნენ და უვიზო რეჟიმის ამოქმედების გადავადებას ითხოვდნენ. დასახელდა კონკრეტული გვარები და წინაპირობებიც. ექს-მინისტრის განმარტებით, ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს შესახებ ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ და ლობისტურ კომპანიებსაც აქტიურად იყენებდნენ. ყოფილმა მაღალჩინოსანმა ბრიუსელში გამართული კონკრეტული შეხვედრები და სხდომები გაიხსენა და „ევროპის სახალხო პარტიის“ პოზიციონირებაზეც ისაუბრა.

მსგავსი