მოსმენა პარლამენტში

დამოუკიდებელი დეპუტატების ინიციატივით, პარლამენტში ანაკლიის პორტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. მას ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი და კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პროექტის განხორციელებისთვის სამ ღია საკითხს ასახელებს. მათ შორის ერთ-ერთი, ინვესტორების მიმართ მთავრობის მხრიდან თანმიმდევრული მხარდაჭერაა.

შეხვედრაზე მიწვეული იყო, თუმცა არ დაესწრო ინფრასტრუქტურის მინისტრი. უმრავლესობის წევრებიდან კითხვები კონსორციუმს მხოლოდ აკაკი ზოიძემ დაუსვა.

სანდრო ჯუფალაკიანი დეტალებით.