მოსმენა პარლამენტში

გარემოს დაცვის კომიტეტზე დეპუტატებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს.

თეიმურაზ მღებრიშვილმა ტყის ხანძრებსა და მათ პრევენციაზე წარადგინა ანგარიში. საკომიტეტო მოსმენაზე აღინიშნა, რომ მიმდინარეობს ტექნიკური საშუალებების გაძლიერება და უწყება რეაგირების კუთხით სრულ მზადყოფნაშია. სამსახური ასევე აქტიურად მუშაობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც.