საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ჰელსინკის კომისიაში მოსმენა გაიმართა, სადაც სამი ექსპერტი მონაწილეობდა: „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, ლორა თორნტონი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი, ოლესია ვართანიანი და საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმის მმართველი დირექტორი, კლერ კაისერი.
ლორა თორნტონმა განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიული დაცემა 2015 წლიდან დაიწყო. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არასოდეს ყოფილა ერთგული დემოკრატიული ღირებულებებისადმი და ყოველთვის იყო დაკავშირებული რუსეთთან. ექსპერტის თქმით, ახლა საქართველოში 121 პოლიტიკური პატიმარია, მათ შორის ოპოზიციონერები და ჟურნალისტები. ლორა თორნტონმა ჰელსინკის კომისიაში ახალ კანონებზე ისაუბრა.
ლორა თორნტონმა ასევე განაცხადა, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონმა ბევრი მედია ორგანიზაციისთვის დაფინანსების მიღება გაართულა. მისი თქმით, დონორებმა იპოვეს კრეატიული გზები, რომ დაფინანსება მიაწოდონ ორგანიზაციებს დახურულ საზოგადოებებში და არსებობს გზები საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერისთვის. ლორა თორნტონის თქმით, სურს, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა შეწყდეს, ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა კი – გაიზარდოს.
ჰელსინკის კომისიაში მოსმენა შეაფასეს პოლიტიკურ სპექტრში.