მოსმენა ჰელსინკის კომისიაში - შეფასებები

ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და თავდაცვის ასევე ყოფილი მინისტრის, თინათინ ხიდაშელის მოწმის სახით მოსმენა ჰელსინკის კომისიაზე, თბილისში დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ სხდომაზე საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით გაჟღერებული გზავნილები რეალობაა და თანხვედრაშია ქართველი საზოგადოების შეხედულებებთან.

მმართველ გუნდში კი კომისიაზე გაჟღერებულ გზავნილებს მიზანმიმართულ პროვოკაციად მიიჩნევენ, რომელიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების დაზიანებას ისახავს მიზნად.