„პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“- ასე ჰქვია მოსმენას, რომელიც ჰელსინკის კომისიაში დღეს გაიმართება. საქართველოს საქმეზე მოწმის სტატუსით სალომე ზურაბიშვილს მოუსმენს. ყოფილ პრეზიდენტთან ერთად კომისიის წინაშე ასევე წარდგებიან თინა ხიდაშელი და ჰადსონის ინსტიტუტის ევროპისა და ევრაზიის ცენტრის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში ჩინური ინვესტიციების მოზიდვით ქვეყნის სუვერენიტეტი შეარყია, არჩევნების შემდგომ ძალაუფლების დათმობაზე უარით კი შეერთებული შტატების ინტერესებს საფრთხე შეუქმნა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსმენაზე საუბარი შეეხება „მეგობარი აქტის“ მიღების მიზანშეწონილობასაც. საქართველოს საკითხზე ჰელსინკის კომისიის მიერ დაგეგმილ განხილვას აფასებენ თბილისში.