მოსკოვში რუსი მილიარდერი დააკავეს

მოსკოვის სასამართლოს განჩინების საფუძველზე 30 მარტს მილიარდერი ზიავუდინ მაგომედოვი დააკავეს. მას ბრალად ედება თაღლითობა და ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც მედია წერს, სასამართლომ 2.5 მილიარდი რუბლის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე მაგომედოვს უარი უთხრა. თავად ბრალდებული დანაშაულს “კატეგორიულად უარყოფს”. მოგვიანებით, მისი ძმა მაგომედ მაგომედოვიც დააკავეს, რომელიც ასევე არ აღიარებს ბრალს; როგორ აღმოჩნდა კოკაინით სავსე „12 ჩემოდანი არგენტინაში რუსეთის საელჩოს სკოლაში