მოსკოვის სასამართლომ უკრაინელი ჟურნალისტი შპიონაჟში დამნაშავედ ცნო და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უკრაინელი ჟურნალისტი, რომან სუშენკო შპიონაჟში დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტი სასჯელს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის.
  • ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამოძიებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.

    მოთხოვნა უცვლელი რჩება: სარალიძე ითხოვს, დააკავონ მისი შვილის მკვლელები და ის ადამიანები, რომლებიც თვეების განმავლობაში დანაშაულში მონაწილეებს ხელს აფარებდნენ. სახელდება კონკრეტული გვარები. სხვა შემთხვევაში, მოკლული მოზარდის მამა უკან დახევას და პოზიციის შეცვლას არ აპირებს.