მოსკოვის პასუხი ფინეთს

ფინეთის განაცხადს ეხმაურება მოსკოვი. ნატო-ში შესვლა რუსეთის მხრიდან, მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ზომების შემუშავებას გამოიწვევს. აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა. დმიტრი პესკოვის თქმით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქნება ნატო-ს გაფართოების პროცესი მომავალში. მნიშვნელოვანია, რამდენად ახლოს იქნება სამხედრო ინფრასტრუქტურა განლაგებული რუსეთის საზღვრებთან. პესკოვის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაბალანსდეს სიტუაცია და სახელმწიფოს უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.