ეუთო-ს ინფორმაციით, საქართველოსთან დაკავშირებით „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა მისია მუშაობას დღეიდან იწყებს. ეუთო-ს გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია ელექტრონული მისამართიც, სადაც ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან მიმართებით, „მოსკოვის მექანიზმი“ ეუთო-ს წევრმა 24-მა ქვეყანამ 29 იანვარს გაააქტიურა და ექსპერტთა მისიის შექმნა მოითხოვა. აღნიშნული საკითხი შეაფასეს პოლიტიკურ სპექტრში.