„მოსკოვის მექანიზმი“ – შეფასებები
ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ მოთხოვნებს და წევრი 24 ქვეყნის ერთობლივი განცხადებას კვლავ ეხმაურებიან პოლიტიკოსები. ოპოზიცია ამ მოწოდებებს იზიარებს. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ანგარიშში სერიოზული ფაქტობრივი უზუსტობები და შერჩევითი ინტერპრეტაციებია. შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს წევრმა 24-მა ქვეყანამ, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და მოუწოდეს საქართველოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციების შესრულებისკენ. ანგარიშის მიხედვით, „მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში, საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით, აშკარა უკუსვლა მოხდა“.