მოსკოვის ბირთვული მუქარა NATO-ს მისამართით
მოსკოვსა და ნატოს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს.
ახალი დაპირისპირება ბალტიის ზღვის რეგიონს და რუსეთის ექსკლავ კალინინგრადს უკავშირდება ხდება. დასავლური მედიის ინფორმაციით, მწვავე უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი აგვისტოში კალინინგრადის საჰაერო სივრცეში ნატოს მიერ ჩატარებული დაუგეგმავი ოპერაციაა. ევროპელი ლიდერების მკაცრი რიტორიკის გათვალისწინებით, მოსკოვი ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს ექსკლავის სავარაუდო იზოლაციაში ადანაშაულებს. კრემლი გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებზე ბირთვული დარტყმებით იმუქრება. მუქარის შემცველ გზავნილებს ნატო უსაფუძვლოდ აცხადებს, ალიანსი საკუთარ ქმედებებს თავდაცვითი მიზნებით ხნის და კრემლიდან მომდინარე ჰიბრიდულ იერიშებზე პასუხად განიხილავს.
რა საფრთხეს ხედავს რუსეთი კალინინგრადის ირგვლივ და რამდენად შორს შეიძლება წავიდეს მხარეებს შორის დაძაბულობა – თიკა მიგინეიშვილი გიამბობთ.