როგორია ცხოვრება სოფლებში, სადაც სარწყავი წყალი არ აქვთ. ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე დიდი და პატარა ფლევი და ტკოცა, უკვე წლებია სარწყავი წყლის გარეშეა. გვალვის გამო, ფლევის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობა წელს თითქმის მოსავლის გარეშე დარჩა. ადგილობრივებს ვერ მოჰყავთ ვერც ხილი და ვერც ბოსტნეული. ნაკვეთების დიდი ნაწილი მოუვლელი და მიტოვებულია.
ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი ხაშურიდან #მოამბერეგიონები