სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა ფერმერებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
მაღალი ფასების გამო მხოლოდ საკუთარი სახსრებით მათი ყიდვა ხშირად ვერ ხერხდება. სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად თანადაფინანსების პროგრამა გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვაში ფერმერებს სახელმწიფო წელსაც დაეხმარება. წლების წინ დაწყებულ პროგრამაში ჩასართავად რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებაა საჭირო.
ფერმერების მიერ გასავლელ პროცედურებს მარიამ ბერძენიშვილი გაგვაცნობს.