სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ზურაბ კანდელაკის სპექტაკლის „მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის“ პრემიერა გაიმართა.
პიესა აფხაზეთიდან დევნილ მსახიობებზეა, რომლებიც ერთმანეთს გადაცემის გადაღების დროს ხვდებიან, იხსენებენ სოხუმის თეატრსა და საკუთარ ისტორიებს ჰყვებიან. საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, საქართველოში 15 ქვეყნის თეატრალური დასი იმყოფება, რომლიც ერთი კვირის განმავლობაში, სოხუმისა და თუმანიშვილის თეატრებში, ორკაციან სპექტაკლებს – დუო-დრამებს წარმოადგენს. კონკურსს სპეციალური საერთაშორისო ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულები 6 აპრილს, სოხუმის თეატრში დაჯილდოვდებიან. საპრემიერო ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად დაესწრო.