მოსამართლეთა უფლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა გადაიდო

თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოსამართლეთა უფლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა გადაიდო.

გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად მიიღო და არგუმენტად დამატებითი დისკუსიის აუცილებლობა დაასახელა. საკითხზე მსჯელობის გაგრძელება დღეს უზენაეს სასამართლოში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაზეც იგეგმება.

საკითხზე მომხსენებელი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი იყო. მისი განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზეზი იყო დღეს არსებული კანონის ბუნდოვანება, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურებსა და ვადებს ითვალისწინებს.

თეონა ხუბულავა დეტალებით.