მოსამართლეთა შერჩევის პროცესი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

დღეს საბჭოს წევრებს სამი კანდიდატისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა ერთი კანდიდატი იურისტი პაატა შავაძე გასაუბრებაზე პირადი მიზეზის გამო არ მივიდა. მოსმენის პარალელურად საბჭოს შენობასთან დამოუკიდებელმა იურისტებმა აქცია გამართეს. ისინი შერჩევის პროცესს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. ამ მოსაზრებას ოპოზიცია და გერმანიის ელჩი იზიარებენ.